ჯოზეფ ბორელმა და სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებული ზოგიერთი გამოწვევა განიხილა. უთანხმოება რჩება, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე კიბერ, დეზინფორმაციასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით,“- აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: ჯოზეფ ბორელმა და სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა