საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენას დრო დასჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ურთიერთობებში ნდობის აღსადგენად „დრო და მოქმედებებია“ საჭირო.

ბლიკენისა და ლე დრიანის შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ სიღრმისეულ კონსულტაციებს აშშ-სა და საფრანგეთს შორის ნდობის აღდგენის მიზნით.

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენთან შეხვედრისას იმ "პირობებსა და ძირითად საკითხებზე" ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული სიღრმისეული კონსულტაციების დროს უნდა განიხილონ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ მზადაა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდროდ იმუშაოს კონსულტაციებთან დაკავშირებით.

„ვაღიარებთ, რომ ამას დრო და შრომა დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ინტერესები იმდენად ძლიერია და ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, იმდენად ურყევია, რომ წინ წავწევთ და გავაკეთებთ კარგ საქმეს,” - აღნიშნა ბლინკენმა.

შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთანებულ სამეფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა, რომელიც ავსტრალიისთვის ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების აგების ტექნოლოგიის გაზიარებას გულისხმობს, რაც, თავისთავად აუქმებს ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის რამდენიმე წლის წინ გაფორმებულ 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ავსტრალიას ფრანგული წყალქვეშა ნავები უნდა შეესყიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა