კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელსაც ევროპარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა, იტალიის პოლიციამ დააკავა

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ სარდინიაში დააკავა.

ესპანეთი პუჩდემონს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში ადანაშაულებს და 2019 წელს მისი დაკავების ევროპული ორდერი გასცა.

ევროპარლამენტმა 2021 წლის მარტში კარლეს პუჩდემონს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. კატალონიის ყოფილი ლიდერი რამდენიმე წელია, ბელგიაში ცხოვრობს.

სარდინიაში ის საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად და რეგიონალურ ხელმძღვანელსა და ომბუდსმენთან შესახვედრად ჩავიდა.

ესპანეთი კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა