სომხეთში კორონავირუსის 906 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 906 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 216-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 256 554 პირი დაინფიცირდა, 238 527 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ამჟამად 12 800-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა