ხათუნა სამნიძე - მიუხედავად იმისა, რომ ის განცხადებები, რომელსაც კობახიძისგან ვისმენთ შეურაცხმყოფელია, სრულიად მიუღებელია იგივე მეთოდებით მასთან დაპირისპირება

მიუხედავად იმისა, რომ ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად მიუღებელია იგივე მეთოდებით დაპირისპირება მათთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია რაც შეიძლება მეტად დაძაბოს ვითარება, რაც შეიძლება გააღრმავოს დაპირისპირება, ორპოლისიანობა, ზიზღი და სიძულვილი.

"გუშინდელი ინციდენტი არის სრულად მიუღებელი მიუხედავად იმისა, რომ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოქალაქეები ზღვარზე ვართ. ძალიან გამაღიზიანებელია ის უტიფარი განცხადებები, რაც გვესმის "ქართული ოცნებისგან". მიუხედავად იმისა, რომ ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად მიუღებელია იგივე მეთოდებით დაპირისპირება მათთან. მიუხედავად ასეთი დაძაბული პოლარიზებული გარემოსი შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას" და დავამარცხოთ ამ არჩევნებზე. "ქართული ოცნების" მიზანია რაც შეიძლება მეტად დაძაბოს ვითარება, რაც შეიძლება გააღრმავოს დაპირისპირება, ორპოლისიანობა, ზიზღი, სიძულვილი და ჩვენ ამ პროცესში არ უნდა ჩაგვითრიოს "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა