ამირან გამყრელიძე - ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია - პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია - პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ქვეყანა მუშაობს, რომ „ფაიზერის“ დამატებითი დოზები შემოვიდეს.

„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა