ანა დოლიძე საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს, რომლის მიხედვით, მერია ვეღარ გაასხვისებს რეკრიაციულ ტერიტორიებს

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატებმა ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა და კანონში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ დამატებების შეტანა მოითხოვა.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მიწის კანონში არსებული ხარვეზები აძლევს საშუალებას მერიას და გამგეობებს, კორუფციული თუ ნეპოტისტური გარიგებით, რეკრეაციულ ტერიტორიებზე გასცენ ბეტონის კორპუსების მშენებლობის უფლება.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისში ხდება არასწორი განაშენიანება იმ ადგილებში, სადაც წესით უნდა იყოს რეკრეაციული სივრცეები, არის მიწის კანონში არსებული ხარვეზები. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მერიასა და საკრებულოს თვითნებურად, ხშირად საეჭვო გარიგების მიხედვით გაასხვისოს საჯარო მიწა. ჩვენ, პარტიას „ხალხისთვის“ გვაინტერესებს საქმე და მხოლოდ საქმე. სწორედ ამიტომ წარვადგენთ პარლამენტში წინადადებას, რომლის დამტკიცების შემთვევაში, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერიისთვის შეუძლებელი იქნება. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოხდება საჯარო სივრცეების გასხვისების შესაძლებლობის ჩაკეტვა და ვიღაც ჩინოვნიკს აღარ შეეძლება კორუფციული გარიგების სურვილით, გაასხვისოს ის ტერიტორია, სადაც უნდა იყოს პარკი და სასუნთქი სივრცე ბავშვებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს