მედია - „ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო

„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფოს სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ხუთმა პარტიამ შეძლო, შესაბამისად ქვედა პალატაში აღნიშნული პოლიტიკური პარტიები შევლენ.

სახელმწიფო სათათბიროს 450 მანდატის საერთო განაწილება შემდეგნაირად ხდება: „ერთიანმა რუსეთმა“ 324 ადგილი მიიღო, „კომუნისტურმა პარტიამ“ 57 ადგილი მოიპოვა, ,,სამართლიანმა რუსეთმა“ - 27 , ,,ლიბერალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ" - 21 ადგილი მიიღო, ხოლო „ახალმა ადამიანებმა“ - 13.

რუსეთში არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ხუთი წლის ვადით, შერეული სისტემით ირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 კი - ერთმანდატიან ოლქებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა