აშშ გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებას სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესის აღდგენასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი მკაცრად გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესი აღდგება.

ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „თალიბანის“ მთავრობის პოტენციური აღიარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ამგვარი ბოროტმოქმედების ჩამდენებმა პასუხი აგონ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვუსმენთ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ იმას, თუ როგორ მოქმედებენ „თალიბები““, - განაცხადა აშშ-ის ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოლა ნურუდინ ყურაბიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ აპირებს, დამნაშავეების დასასჯელად დააბრუნოს სიკვდილით დასჯა და ხელის ამპუტაცია, რაც, შესაძლოა, საჯაროდ არ მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა