გერმანიის პარლამენტთან კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე ათასობით აქტივისტმა აქცია გამართა, რომელსაც გრეტა თუნბერგიც შეუერთდა

გერმანიის პარლამენტთან ათასობით გარემოსდაცვითი აქტივისტი შეიკრიბა და ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა. შეკრებილებს 18 წლის შვედმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა მიმართა და მოქალაქეებს მოუწოდა, პოლიტიკოსებს კლიმატის ცვლილებთან გამკლავების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგა მოსთხოვონ.

„უნდა გავაგრძელოთ ქუჩებში გამოსვლა და უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ლიდერებს, მიიღონ რეალური ზომები კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად. არასოდეს უნდა დანებდეთ. ახლა უკან დახევის დრო არ არის,“- აღნიშნა თუნბერგმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში ხვალ საყოველთაო არჩევნები იმართება. კლიმატის ცვლილება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო.

გერმანიის პარლამენტთან შეკრებილმა აქტივისტებმა არჩევნებს "საუკუნის კენჭისყრა" უწოდეს და განაცხადეს, რომ მომავალი მთავრობის გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ როგორ შეძლებს ქვეყანა კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას მომავალი წლების განმავლობაში.

გერმანია ერთ-ერთი იყო იმ 99 ქვეყანას შორის, სადაც გუშინ კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, გლობალურ ღონისძიებას მსოფლიო 1 800-მდე მცირე და დიდი ქალაქი შეუერთდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა