ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ოცნების“ ლიდერებმა ანტირეკორდი დაამყარეს, 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი

ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების ჩართულობა“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ყველა ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია.

„მას მოსწონს თავისი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი კაცის ირგვლივ არის შექმნილი და ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასული წლის არჩევნები, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამით სიამაყე შეუძლებელია.

ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების, ჩართულობა. ახლა ველოდებით სადამკვირვებლო მისიებს. შემდგომი კვირის განმავლობაში 350-მდე დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გრძელვადიანი დამკვირვებლების მუშაობა. ყველა ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ჩვენ გვჭირდება მშვიდი საარჩევნო გარემო და მშვიდი არჩევნები 2 ოქტომბერს, იმისთვის რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოტანილი ვერდიქტი გააფორმონ „ქართული ოცნების“ მიმართ, „ქართული ოცნების“ მწარე დამარცხებაში“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებები ხდება“. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო“.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება, რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. „ქართული ოცნება“, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, საუბრობენ, თითქოს მის პრიორიტეტშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც სამწუხაროდ, სასაცილოა.

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო. დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ქვეყანას მომავალი არ აქვს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნებები ხდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში.

ამასთან, პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა