ეუთო-ს თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმებიან

მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, როგორც ნიშანს იმისა, რომ ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს სამშვიდობო პროცესში პირდაპირი დიალოგის გზით ხელახლა ჩაერთოს, - ამის შესახებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, სტეფან ვისკონტის, ენდრიუ შოფერისა და იგორ ხოვაევის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დებატების ფარგლებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ნიუ-იორკში ცალკე შეხვდნენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს. თანათავმჯდომარეებმა ასევე უმასპინძლეს ორივე საგარეო საქმეთა მინისტრს ერთობლივ შეხვედრაზე. შეხვედრებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პერსონალური წარმომადგენელი, ანჯეი კასპშიკიც მონაწილეობდა.

„თანათავმჯდომარეებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების ფართო სპექტრი. თანათავმჯდომარეებმა მხარეებს შესთავაზეს კონკრეტული ზომები სიტუაციის დეესკალაციისთვის და ასევე შესაძლო შემდგომი ნაბიჯები,“- ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა