გიორგი ვაშაძე და თეონა ჭალიძე ისანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თეონა ჭალიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ისნის ოლქში "მესამე ძალის" კანდიდატი უალტერნატივოა, რადგან ყველაზე კარგად იცნობს იქ არსებულ პრობლემებს.

თეონა ჭალიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მთავარი საზრუნავი სოციალური დაცვა გახდება.

„ჩემი პრიორიტეტი საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის ამპლუაში მუშაობისას იქნება სოციალური დაცვა. პირადად მე ისანში ვესაუბრები ყველა პარტიის მხარდამჭერს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მხარდაჭერა, რადგან მე უნდა ვიყო ყველა მოქალაქის პირადი დეპუტატი საკრებულოში, უნდა დავიცვა თითოეული მათგანის უფლებები და ინტერესები. შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით არ ვანსხვავებ ადამიანებს. იმედი მაქვს ისანში მხარდაჭერას მოვიპოვებ, რომელიც საჭირო იქნება, რათა გავხდე ისნის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა