გიორგი ვაშაძე - კარლ ჰარცელი გაცილებით მეტი პატრიოტია ამ ქვეყნის, ვიდრე ბევრი აქტიურ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი - ვწუხვარ, რომ მასზე თავდასხმა „ოცნების“ მხრიდან სტანდარტი გახდა

კარლ ჰარცელი გაცილებით მეტი პატრიოტია ამ ქვეყნის, ვიდრე ბევრი აქტიურ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი და ძალიან ვწუხვარ, რომ მასზე თავდასხმა გახდა სტანდარტი „ქართული ოცნების“ მხრიდან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ არის ის სტანდარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ელჩის მიმართ უნდა ჰქონდეს.

„კარლ ჰარცელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეთანხმებები რაც შედგა, შესრულდეს, ჯერ ამ შეთანხმებისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა. დანარჩენი მისი განცხადებები ყოველთვის არის თანხმობისკენ, ცივილური ევროპული ქვეყნისკენ მიმართული, რაც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, საპირისპიროს აკეთებს „ქართული ოცნება“ ყოველდღიური ქმედებებით. ახლა კიდევ თავს დაესხმებიან და კიდევ რაღაც შეურაცხყოფას მიაყენებენ. ეს არ არის სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირის ელჩთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპირისპირებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ნიკანორ მელიას ქმედებას ძალიან მძიმე შეფასება უნდა მოჰყლოდა, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, თუმცა ასეთი შეფასება არ ყოფილა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ჰარცელის „მეტისმეტად რბილი“ განცხადება შესაძლოა, ნიკანორ მელიამ გაიგოს როგორც „მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა