სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მოხდა და რომლის სამიზნეც სასახლისკენ მიმავალი ავტომობილების კოლონა იყო, პასუხისგებლობა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო.
სამართალდამცავების ცნობით, მსხვერპლი, სავარაუდოდ გაიზრდება. „ალ შაბააბი“, რომელსაც ხელისუფლების დამხობა და „ისლამური კანონის“ საკუთარი, მკაცრი ინტერპრეტაციის დაწესება სურს, მსგავს თავდასხმებს ხშირად ახორციელებს.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"