ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძე გამოიკითხა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოკითხეს.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს.

„დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას“,- აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა