ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია

არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის რეგულაციის შესახებ კანონპროექტთან და სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მსჯელობდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული ნორმის წინააღმდეგ კამპანია მოაწყეს.

„ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ აქტიურად ვმსჯელობდით ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე. ეს საკითხი ასახული იყო კიდეც იმ კანონპროექტში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა მაშინ მთელი კამპანია მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ ამ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას, მაშინ მე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინიციატივით სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში. დღეს იგივე ადამიანები, აქ არის მათ შორის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იბრძოდა აქტიურად საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის შენარჩუნებისთვის, ასევე საია, ISFED-ი. დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ იმაზე, რატომ არის გამოკრული გარკვეული ბილბორდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. იგივე არასამთავრობოები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, იგივე ადამიანებს აშფოთებთ ახლა ნეგატიური რეკლამა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა