ანონსი 27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, გმირთა მემორიალთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია და პარტიის წევრები დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08
27 სექტემბერს, 10:00 საათზე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს „Study Abroad Conference - ყველაფერი სტიპენდიებზე“ იწვევს.
ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მსურველებს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, „თიბისი კონცეპტში“ (მარჯანიშვილის N7) დასწრების საშუალება ექნებათ.
საკონტაქტო: მარიამ რობაქიძე - 598 75 36 75
27 სექტემბერს, 10:30 საათზე, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გაგრძელდება.
მის: აღმაშენებლის ხეივანი 64
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერები აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
მის: გმირთა მემორიალი.
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დამოუკიდებელი ექსპერტები გია აბაშიძე და ალექსანდრე მიშველიძე კვლევის პრეზენტაციას - „არჩევნები და საინფორმაციო ველის კვლევა, როდესაც დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის ინსტრუმენტია“ გამართავენ.
საკონტაქტო: გია აბაშიძე-568911637
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ (საკონფერენციო "აჭარა"), არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას წარუდგენენ: „კოალიციას ინფორმაციის სანდოობისთვის“. პრესკონფერენციას დაესწრება USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
საკონტაქტო: ნინო თოფურიძე - 599 468 999
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კოალიცია თანასწორობისთვის“ 2020 წლის ანგარიშის „დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გახოკიძის ქ. N11ა
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არჩევნებში მონაწილე პარტიის, „მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სოხუმის დაცემა და აფხაზეთში არსებული უმძიმესი რეალობა - ქართული ენა საერთოდ აიკრძალა.
მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან)
საკონტაქტო: 571 504631
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დისკუსიაზე თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, რომელსაც „სირცხვილია“ Stamba Rooftop-ში უმასპინძლებს.
საკონტაქტო: ნოდარ რუხაძე 551 700 488
27 სექტემბერს 20:00 საათზე, ბახტრიონის 11 ნომერთან, საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან ერთად აქციას გამართავს თემაზე - ე.წ სააფთიაქო ნარკომანია.
საკონტაქტო: 599224668

























