მამუკა მდინარაძე - სიტყვა „კოკაინი“ პირველად გახარიამ ახსენა

უუცნაურესად იქცეოდა ეს ადამიანი, არავის უკითხავს და კოკაინზე დაიწყო ლაპარაკი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პირველად სიტყვა „კოკაინი“ გიორგი გახარიამ ახსენა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი, რაზეც მისი გაკრიტიკება შეიძლება ის არის, უნდა მოეყოლა თუ არა საჯაროდ ინფორმაციაც, რაც ჰქონდა.

,,მოიგონა, რომ სამხარაულში პროვოკაციას მიწყობენო და ჩრდილი მიაყენა ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რაც „ნაცებსაც“ არ უკადრებიათ. ჩავიდა ვენაში და არალიცენზირებულ კლინიკას გააკეთებინა ანალიზი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან გააკეთა, რომელიც საერთოდ არ აკეთებს ამას. როგორც მინიმუმ ჩემში, როგორც ადამიანში სერიოზული კითხვები გაჩნდა. სიტყვა „კოკაინი“ პირველად გახარიამ ახსენა, კაცმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე დაიწყო საუბარი და იმაზე გადაირია. 7 სხვადასხვა ნარკოტიკი იყო და რაღა კოკაინზე ილაპარაკა? ერთადერთი, რაზეც ირაკლი კობახიძე შეიძლება გააკრიტიკო არის უნდა მოეყოლა თუ არა ის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა