სომხეთსა და აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის წლისთავს აღნიშნავენ

აზერბაიჯანში დღეს „ხსოვნის დღეს“ აღნიშნავენ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოსახატად, რომლებიც მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომს ემსხვერპლნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა სულებს აზერბაიჯანში მდებარე მეჩეთებში, ეკლესიებსა და სინაგოგებში მოიხსენებენ. ადგილობრივი დროით 12:00 საათზე კი მათ ხსოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

ომში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი ლოცვები ჩატარდება სომხეთის ტაძრებშიც. ამასთან, 11:00 საათზე დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიაგებენ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 44 დღიანი ომი 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა