დავით ზალკალიანი - კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია - რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია, როცა ეთანხმები, ესეც აღსანიშნავია

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია. ზალკალიანს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა რიტორიკამ დასავლეთთან ურთიერთობის ფორმები არ დააზიანა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან თვალს ვადევნებდი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია. რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია.

ისინიც აუცილებლად ადეკვატური უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ და დააფასებენ. ყველაფერი იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა