იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ „თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, თუმცა ავღანელებმა უნდა მიიღონ ფინანსური დახმარება, რომელიც მათ „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გაუყინეს.

„თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია და ქალებისა და გოგონების უფლებები განუწყვეტლივ ირღვევა, ” - განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

მან მოუწოდა უცხო ქვეყნების მთავრობებს, თავიდან ააცილონ ავღანეთს ფინანსური კოლაფსი, რაც გამოიწვევს მიგრანტების მასობრივ ნაკადს.

„ცხადია, ავღანეთს ფიასკო უნდა ავაცილოთ და ასევე აღვკვეთოთ მიგრაციის ტალღა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. არსებობს გზები, რითაც შესაძლებელია ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა „თალიბანისთვის“ ფულის მიცემის გარეშე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი აუცილებლად ქალებისა და გოგონების დაცვას უნდა მოხმარდეს,“ - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გასულ კვირაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა