ბადრი ჯაფარიძე ფარულ ჩანაწერებზე - „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? - ამ შემთხვევაშიც არ იქნება

„ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? რა თქმა უნდა, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ამ შემთხვევაშიც არ იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ფარული მასალების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პირველ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს, რათა „უკანონო მიყურადების ფაქტები არასდროს ვიხილოთ“.

„ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებენ. ისინი ასრულებენ ერთი ადამიანის დაკვეთას, ეს არის ივანიშვილი. სანამ ის არ დაუკვეთავს, არსად არ წავლენ. ამიტომ, ეს ძალა მმართველობას მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არასდროს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ფარული ჩანაწერების გავრცელების თაობაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სუს-ის თანამშრომლები იკითხებიან. კითხვაზე, რატომ არ იბარებენ მას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, ლილუაშვილმა განაცხადა: „მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა