ოლაფ შოლცი კოალიციის შექმნას „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გეგმავს

გერმანიის „სოციალ- დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ის კოალიციის შექმნას „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გეგმავს.

მისივე თქმით, გერმანელებმა ხმა მისცეს ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის ოპოზიციაში გადანაცვლებას.

„რასაც თქვენ ხედავთ, არის ძალიან გახარებული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“. ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა: მათ გააძლიერეს სამი პარტია - „სოციალ -დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“- ამიტომ ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მონიჭებული მკაფიო მანდატი: მომავალი მთავრობა ამ სამმა უნდა ჩამოაყალიბოს,“- აღნიშნა შოლცმა.

ცნობისათვის, გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 25.7 %-ით მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების კი 24.1%-ი მოიპოვა, მათ მოჰყვებიან „მწვანეები“, ხმების 14.8% -ით და „თავისუფალი დემოკრატები“ - 11.5%-ით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა