შალვა პაპუაშვილი დეზინფორმაციისგან დაცვის კოალიციაზე - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, უმეტესწილად, მათი თვალთახედვის მიღმა რჩებოდა

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით კოალიციის შექმნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების უმეტესობა წლებია ისედაც ახორციელებს დეზინფორმაციის გამოვლენისკენ მიმართულ პროექტებს“.

ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კვლევის მიხედვით, სექტემბრის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 180 დეზინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა.

„ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ამ არჩევნების უმთავრესი პრობლემა რომ არის, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენი კვლევის მიხედვით სექტემბრის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 180 დეზინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა, დღეში საშუალოდ 15 სიუჟეტი.

ამ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების უმეტესობა წლებია ისედაც ახორციელებს დეზინფორმაციის გამოვლენისკენ მიმართულ პროექტებს. თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, უმეტესწილად, მათი თვალთახედვის მიღმა რჩებოდა. ზოგჯერ კი თავად ხდებოდნენ დეზინფორმაციის გავრცელების წყარო (როგორ არ გავიხსენო ISFED-ის ერთთვიანი დუმილი პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ).

განსაკუთრებული შემთხვევა იყო Factcheck.ge, რომელმაც ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, არ გადაამოწმა „ევროპული საქართველოს“ ე.წ. „ცარიელი კონვერტების“ ცხრილი, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ.

სინამდვილეში, თავად ეს ცხრილი იყო ყალბი. ასე, რომ Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიას და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ ეს სიყალბე უბრალოდ დამალა‼“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით, კოალიციაში გაერთიანდა.

როგორც მათ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" USAID-ის და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგის და კვლევის მიმართულებით იმუშავებს.

მათივე ცნობით, კოალიცია კოორდინირებულად იმუშავებს არჩევნების დღეს დეზინფორმაციის ფაქტების გამოსავლენად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა