გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული სტანდარტია: გატაცება, დაჭრა, ძალადობა და მოსყიდვა

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დემოკრატიული სტრატეგია „გატაცება, დაჭრა, ძალადობა და მოსყიდვაა“.

მისივე თქმით, ის ვინც „ოცნების“ „დემოკრატიის“ სტანდარტს არ ეთანხმება, 2 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეს და უარი უთხრას მას.

„ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული სტანდარტია: გატაცება, დაჭრა, ძალადობა და მოსყიდვა. ვინც ამას არ ვეთანხმებით უნდა მივიდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე და უარი ვუთხრათ „ოცნების“ „დემოკრატიის“ სტანდარტს. საქართველოს სჭირდება სიახლე, განვითარება, ნამდვილი დემოკრატია, სადაც ვიქნებით თავისუფალი ჩვენს არჩევანში, ამას უნდა მივაღწიოთ არჩევნების გზით. მიუხედავად ძალადობისა, რომელიც წინასაარჩევნოდ ხდება, ყველანი უნდა მივიდეთ და ავირჩიოთ ქვეყნის განვითარების გზა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე უნდა მივიდეთ და „უპასუხისმგებლო, დამნაშავე ადამიანები დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გავათავისუფლოთ“.

„ისინი ყოველთვის ასეთ ცინიკურ პასუხებს გასცემენ საზოგადოებას. ჩვენ ხომ ვიცით რეალურად რაც ხდება და თუ გვინდა, რომ ეს შეიცვალოს, არჩევნებზე უნდა მივიდეთ და უარი ვუთხრათ ამ უკანონობას რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა