ალექსანდრე ლუკაშენკო - საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული მდგომარეობა ჰუმანიტარული კატასტროფაა, ადამიანები ზამთარში ყინვისგან დაიხოცებიან

ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეზობელმა ქვეყნებმა "შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა და არავის უშვებენ. ასე რომ, არავინ არ იცის, როგორ იღუპება ხალხი იქ".

"მოდი განვიხილოთ რა უნდა გააკეთოს შემდეგ. მიუღებელია ხალხის ტანჯვა. ჩვენ მათ მივაწოდეთ ტანსაცმელი, საკვები და შეშა, ასევე კარვები. თუმცა, ისინი ზამთარში გაიყინებიან. ამ ადამიანებმა ათასობით კილომეტრი გამოიარეს, მოკლედ, საზღვარზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან მეზობელი ქვეყნები მიგრანტების მიმართ ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულა. ამასთან, ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება, რომ უკანონო მიგრაციას ბელარუსის მთავრობა უწევს ორგანიზებას და მიგრაციის კრიზისში დასავლური ქვეყნები დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ქვეყანას „არც ფული აქვს და არც ძალა“ ხალხის ნაკადის შესაკავებლად.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა, უკანონო მიგრაციის ფაქტების ზრდის ფონზე, ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ისინი უკანონო მიგრაციის წახალისებაში ბელარუსს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მინსკი ამას მის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ბლოკზე ზეწოლისთვის იყენებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა