მიხეილ დაუშვილი განმარტავს, რატომ აქვს ვენის კლინიკაში ჩატარებულ ნარკოტესტთან დაკავშირებულ დოკუმენტს არა ნარკოლოგის, არამედ ნევროლოგის ხელმოწერა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი განმარტავს, რატომ აქვს გიორგი გახარიას მიერ ვენის კლინიკაში ჩატარებულ ნარკოტესტთან დაკავშირებულ დოკუმენტს არა ნარკოლოგის, არამედ ნევროლოგის ხელმოწერა.

როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კლინიკა, სადაც გიორგი გახარიამ ანალიზი ჩააბარა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია, რომელსაც შესაბამისი სერტიფიცირება აქვს.

"იმის გამო, რომ კონკრეტული ინფორმაცია გვქონდა და არ გვინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩაგვეყენებინა, ზიანი მიგვეყენებინა ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანოსთვის, გახარიამ ჩაიტარა ტესტი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კლინიკაში. რასაც "ოცნების" ხელმძღვანელობა აკეთებს, ამით დაადასტურეს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აპირებდნენ პროვოკაციის მოწყობას - სამხარაულის ბიუროში ტესტის გაკეთების შემთხვევაში, ამოვარდებოდა დადებითი პასუხი. კლინიკა, სადაც გახარიამ ჩაიტარა კვლევა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ძველი კლინიკა ვენაში, ავსტრიაში, რომელსაც აქვა სრული ISO სერტიფიცირება, რომელშიც ჩატარებულია ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები. როგორ წარმოგიდგენიათ იქ პაციენტის შესახებ ინფორმაციას ასე საჯაროდ ვინმეს მიაწვდიან?! - გამორიცხულია”, - აღნიშნა დაუშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებულ დოკუმენტზე არა ნარკოლოგის, არამედ ნევროლოგის ხელმოწერა ფიქსირდება, დაუშვილი ამბობს, რომ მას ხელს აწერს პირი, რითაც დოკუმენტი კლინიკის გარეთ გადის.

„ხელმოწერას რაც შეეხება, დოკუმენტს ხელს აწერს ის პირი, ვისი ხელმოწერითაც შეიძლება გავიდეს დოკუმენტი კლინიკის გარეთ, ან პასუხისმგებელი პირი. მაგალითად, კომპანიაში, რომ რაღაც წერილი მზადდება, ეს წერილი შეიძლება მოვამზადო მე, როგორც იურისტმა, მაგრამ ამ წერილს ხელი მოაწეროს დირექტორმა, რომელიც ხომ არ შეიძლება აუცილებლად იურისტი იყოს იმისათვის, რომ მან ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს?! ის არის წარმომადგნელობით უფლებამოსილების მქონე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში. იმდენად ბინძური პროპაგანდაა, რომ ვენის ერთ-ერთი ავტორიტეტული კლინიკის რეპუტაციაც კი ეჭვქვეშ დააყენეს და ამით ცდილობენ, რომ ადამიანები მოატყუონ", - განმარტა დაუშვილმა.

დაუშვილმა ასევე ისაუბრა პროკურატურისთვის მიმართვის თაობაზეც. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უწყების მიმართ ნდობა არ არსებობს, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება, სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ აქვთ.

"ეს თემა დაიწყო ბატონმა კალაძემ და შენიღბა ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესით, შემდეგ დაიკარგა ამ თემიდან, თითქოს, თვითონ არაფერ შუაში არ იყოს. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე პარტიის ხელძღვანელები, ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან და ცრუ ბრალდებებს აჟღერებენ ბატონ გახარიასთან დაკავშირებით. პირდაპირ მტკიცებით ფორმატში საუბრობს და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი კობახიძეზე. რეალურად რაზეც ეს ადამიანი საუბრობს ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მხრივ ბინძური პროპაგანდის ნაწილია, დამიზნებული ბატონი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელიც არის ტყუილი, მეორე მხრივ, ეს ადამიანი დანაშაულზე საუბრობს, რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინეს ბატონმა გახარიამ და ჩვენი გუნდი წევრებმა. ამიტომ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ რასაც ეს ადამიანი საუბრობს, ამას სჭირდება მისი დაკითხვა, მისგან ინფორმაციის მიღება, გამოძიება და როდესაც დაინახავენ, რომ არავითარი დანაშაული არ არსებობდა და ბატონ გახარიას არავითარი შეხება არ აქვს არც "კოკაინთან" და არც სხვა ნარკოტიკთან, ამის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე მისი (კობახიძის) პასუხისგებაში მიცემა ცრუ დასმენისთვის. რომ გითხრათ, დარწმუნებული ვართ, ვნახავთ გამჭირვალე, სრულყოფილ გამოძიებას, სამწუხაროდ ამაში დარწმუნებული არ ვართ, ასევე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ სხვა საგამოძიებო ორგანო, რომელსაც შეიძლება მიმართო, უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, "ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი," დაუშვილმა "უპასუხისმგებლო" უწოდა.

"პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა, პასუხისმგებლობას, რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ცოდნის ამბავი არის, რაც ქვეყნის პირველმა პირმა უბრალოდ უნდა იცოდეს, გამოდის და ამბობს, რომ "ჩვენ დავაბრალეთ და ახლა უდანაშაულო, რომ არის, თვითონ ამტკიცოსო." როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო და თავისი უდანაშაულობა თვითონ ამტკიცოს?! თუ რაიმეს აბრალებ, ბრალდების ტვირთიც შენზე არის", - განაცხადა დაუშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს