გია ვოლსკი ოპოზიციაზე - გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქი - ბუქობენ გაურკვეველი დათვლებითა და რეიტინგებით

ველოდებით, რომ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება - გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქი - ბუქობენ რაღაც გაურკვეველი დათვლებითა და რეიტინგებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციის სტრატეგია არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იქნება.

„რეალურ რეიტინგს, ნებისმიერ პარტიას, საზოგადოება ანიჭებს. პესპექტივა, რომ რაიმე წარმატება ექნებათ, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ სტრატეგიის მთავარი მიმართულება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იქნება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელმაც გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამით გახარიამ ნარკოტესტის საკითხს თავი აარიდა.

"საერთოდ პოლიტიკურ ველზე, ასეთი სიტყვიერი შეჯახებები ბევრი ხდება. გარკვეულ თემებზე მქონდა საუბარი, რომ საეჭვოა გარემოება, როდესაც 17 მილიონი დოლარი დაიკარგა "თიბისი ბანკიდან" და აღმოჩნდა პირად ანგარიშებზე, მაშინ ჩემს წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ეს სამოქალაქო თემას უფრო ეხება, მაგრამ ასე რომ გავყვეთ საჩივრების რაოდენობა, იქნება უამრავი, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსებმა ერთმანეთს წაუყენონ, თუმცა, მთავარი თემა სხვა არის - საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მოსაზრების თაობაზე. გვაქვს თუ არა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ გახარიამ ნარკოტესტს თავი აარიდა. მე მგონია, რომ ეს საფუძველი, რომ თავი აარიდა, გვაქვს. თუკი გამოძიება ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია მოიტანს ან საერთოდ წარმოებაში თუ მიიღებს, ეს რასაკვირველია, ჩემი განსახილველი არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა მისი და ამომრჩევლის იმედები ვერ გაამართლა," გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გახარიას ნათქვამს ფასი არ აქვს.

"ეს ის პერიოდია, როდესაც გახარიას ნათქვამს არავითარი ფასი არ აქვს. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ უმადურობაზე, აქ არის რეალური სიტუაციის შეფასებაზე საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა - გადავურჩით უშველებენ გამოწვევებს და საფრთხეებს, განვავითარეთ ინფრასტრუქტურული პროექტები და შევქმენით ჩვენი ისტორიისათვის უპრეცედენტო სოციალური პაკეტი. ჩამოვაყალიბეთ სისტემა, სადაც ადამიანებს არ დასდევენ და არ აწამებენ. ეს საკვირველებად იქცა, რადგან 21-ე საუკუნეში ასეთი მართვის სისტემა არსებობდა და შეიცვალა. თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა არაერთ პროექტში თავი და არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია და ქება-დიდება არასდროს მოუთხოვია. გახარიას ნდობის თემა ამ ადამიანის მიმართ, სულ განყენებული პოზიციიდანაც, რომ ვსაუბრობდე, სასაცილო იქნებოდა, რაღაც უზნეობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა