მამუკა მდინარაძე - "ნაცების" ცალკეულ გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით, გარემო მშვიდია - არარეალურ დრამებზე დაყრდნობით ქაოსის შექმნას ცდილობენ

"ნაცების" ცალკეულ გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით, საარჩევნო გარემო მშვიდია - არარეალურ ფაქტებზე, დრამებზე დაყრდნობით რაღაც ქაოსის შექმნას ცდილობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები არ სარგებლობენ შესაძლებლობით და საარჩევნო პროგრამას არ აცნობენ ამომრჩეველს.

""ნაცების" ცალკეულ გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით, საარჩევნო გარემო მშვიდია. მთავარია, რომ ყველას აქვს საშუალება თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნოს ამომრჩეველს, თუმცა, რატომღაც ამით არ სარგებლობენ ოპოზიციური პარტიები",-აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც ის განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არარეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობს ქაოსის შექმნას.

"დღეს ვნახეთ, ერთ-ერთი პროვოკაცია საარჩევო უბანზე. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი სითხის გადაცემას ითხოვდა, კანონში სად წერია, რომ ეს სითხე არ უნდა იყოს ამ დროს, ან უნდა იყოს. ასეთ არარეალურ ფაქტებზე, დრამებზე დაყრდნობით რაღაც ქაოსის შექმნას ცდილობენ, არ გამოუვათ. ამ ქვეყანაში, რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები, რაც აქვთ ამათ ასრულება არ უწერია. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ პროვოკაციებზე არავინ აპირებს წამოგებას", - აღნიშნავს მდინარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა