ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანმა ბირთვულ პროგრამაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამაში ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და მან პირობა დადო, რომ ისრაელი არ დაუშვებს თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

“ირანის ბირთვულმა პროგრამამ გადამწყვეტ მომენტს მიაღწია და ასევეა ჩვენი შემწყნარებლობაც. სიტყვები არ აჩერებს ცენტრიფუგების ტრიალს. ირანის ბირთვული იარაღის პროგრამა კრიტიკულ ეტაპზეა. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია. ისრაელი არ დაუშვებს, ირანი ბირთვულ იარაღს ფლობდეს,“- აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ქვეყნებს საერთაშორისო ქმედებისკენ მოუწოდა. „თუ სერიოზულად განვიხილავთ მის შეჩერებას, თუ გამოვიყენებთ ჩვენს საზრიანობას, შეგვიძლია გავიმარჯვოთ”, - აღნიშნა ბენეტმა.

ისრაელის პრემიერის განცხადებას გაეროში ირანის ელჩი მაჯიდ ტახტ რავანჩი გამოეხმაურა და „ტყუილებით სავსე“ უწოდა.

„გაეროში ირანოფობია მძვინვარებს. პრემიერ -მინისტრის გამოსვლა სავსე იყო სიცრუით ირანზე. ისრაელის რეჟიმს არ აქვს უფლება განიხილოს ჩვენი სამშვიდობო პროგრამა, როდესაც მას აქვს ასობით ბირთვული ქობინი",-აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო