გაერთიანებულმა სამეფომ საწვავის ტრანსპორტირების კრიზისის დაძლევის მიზნით არმიაში მზადყოფნა გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფოს არმია მზადაა საწვავის ტრასპორტირებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შემსუბუქებაში ჩაერთოს. BBC-ის ინფორმაციით, არმიის 150-მდე ნავთობმზიდის მძღოლი მობილიზებულია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში საწვავის ტრანსპორტირებაში ჩაერთოს.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ არმიის მობილიზების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტის გამო საწვავის მიწოდების კუთხით პრობლემები წარმოიქმნა.

საწვავის მარაგის დეფიციტის შესახებ გაფრთხილებამ პანიკური ყიდვა და გრძელი რიგები გამოიწვია. მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ სატვირთოს 5 000-მდე უცხოელი მძღოლისთვის დროებითი ვიზების გაცემას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში 100 000-მდე მძღოლის დეფიციტია და ეს იწვევს პრობლემებს რიგი ინდუსტრიებისთვის, მათ შორის სურსათის მიწოდებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა