IDFI ანალიზის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკას შეეხება

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ანალიზის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკას შეეხება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას ჰქონდა სრულყოფილად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

მათი განმარტებით, ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება.

„2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

მონიტორინგის ობიექტი 123 საჯარო დაწესებულებიდან, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით 13-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი; ასევე, 13 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული; 2021 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 56%-ია, რაც 1%-ით აღემატება 2020 წლის, ხოლო 15%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (31%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (36%). 2020 წლის IDFI-ს მონიტორინგის შემდეგ, დამატებით 7-მა უწყებამ უზრუნველყო ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილების შექმნა და გარკვეული ინფორმაციის გამოქვეყნება.

2020 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 6-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

2020 წელთან შედარებით, ცენტრალური საჯარო დაწესებულებების საერთო მაჩვენებელი 4%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებების - 19%-ით, ხოლო მთავრობას დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი უწყებების 1%-ით გაუარესდა;

2020 წელთან შედარებით, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 4%-ით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მათ 50%-ს, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 50%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე; ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

არც ერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (მაგ. CSV ან XML) სახით. 29 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში; მხოლოდ 60 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი“,-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეცანით ანალიზს სრულად https://bit.ly/2WhUQXk

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა