ქაბულის უნივერსიტეტის ლექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტში ქალი სტუდენტები და ლექტორები აღარ დაიშვებიან

ქაბულის უნივერსიტეტის რექტორი მოჰამედ აშრაფ ღაირატი უარყოფს New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტში ქალი სტუდენტები და ლექტორები აღარ დაიშვებიან.

რექტორი განმარტავს, რომ აკრძალვა დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ ყველასთვის „ნამდვილი ისლამური გარემო“ არ შეიქმნება.

„New York Times– ის მიერ ჩემი სიტყვები ცუდად იქნა გაგებული. მე არ მითქვამს, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ქალებს უნივერსიტეტებში სასწავლებლად ან სამუშაოდ, მე ვიგულისხმე, რომ სანამ ისლამურ გარემოს არ შევქმნით, ქალებს მოუწევთ სახლში დარჩენა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მალე შევქმნათ უსაფრთხო ისლამური გარემო,“ -წერს მოჰამედ აშრაფ ღაირატი „ტვიტერზე“.

„სანამ ყველასათვის ნამდვილი ისლამური გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი, ქალებს უნივერსიტეტში მოსვლის ან მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ისლამი უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის რექტორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა