მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში დამატებითი ძალები გადაიყვანა

არაბული გამოცემა Asharq al-Awsat-ი იუწყება, რომ თურქეთმა ჯავშანმანქანები და სამხედრო სატვირთო ტრანსპორტი საკონტროლო გამშვები პუნქტის კარფ-ლუსინის გავლით, სირიის პროვინცია იდლიბში გადაიყვანა.

აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით, დამატებითი საჯარისო ძალები გადასროლილია ჯებელ-ეზ-ზაბის რაიონში და იდლიბის აღმოსავლეთით, სადაც განთავსებულია თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტები.

თვითმხილველებმა გამოცემას განუცხადეს, რომ თურქეთის ჯარები თავის პოზიციებზე ამონტაჟებენ მძიმე შეიარაღებას და ჯავშანტექნიკის პატრულს აძლიერებენ.

გამოცემა „Asharq al-Awsat“ აღნიშნავს, რომ თურქეთის სარდლობის მიერ დამატებითი ძალების გადასროლა განპირობებულია გახშირებული სროლებით სირიის სამთავრობო ძალებსა და სირიის შეიარაღებული ოპოზიციური ძალების შეხების ხაზზე. გამოცემა ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო