აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელი - ავღანეთში ომი იმ პირობებით არ დასრულებულა, რომელიც გვსურდა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილი სენატის წინაშე წარსდგა, სადაც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ევაკუაციამდე ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მის შემდეგ კი ჯო ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გამოყვანა ქვეყნის მთავრობის კოლაფსს გამოიწვევდა.

გენერლის თქმით, 2020 წელს ტრამპსა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან დაჯგუფებამ მხოლოდ ერთი შეასრულა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ქაბულში ხელისუფლებაში „თალიბანია“, აშკარაა, რომ ავღანეთში ომი იმ პირობებით არ დასრულებულა, რომელიც გვსურდა. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა „თალიბანი“ ძალაუფლების კონსოლიდაციას. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის ავღანეთიდან მომავალი ტერაქტებისგან დაცვა“, - განაცხადა მარკ მილმა.

გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში „ალ-ქაიდას“ ან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან აშშ-ზე თავდასხმის საფრთხე საკმაოდ რეალურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა