თეთრი სახლი - ავღანეთში რომ 2 500 ჯარისკაცი დაგვეტოვებინა, შეერთებული შტატები „თალიბანთან“ ომში იქნებოდა

ვაშინგტონს რომ ავღანეთში 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი დაეტოვებინა, აშშ „თალიბანთან“ საომარ მდგომარეობაში იქნებოდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ფსაკი გამოეხმაურა ამერიკელი გენერლების, მარკ მილისა და ფრენკ მაკენზის კომენტარს, რომლებმაც კონგრესის წინაშე განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცის დატოვება შესთავაზეს. აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს, რომელიც ირწმუნება, რომ მის სამხედრო მრჩევლებს შორის ავღანეთიდან ჯარის გაყვანის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილება არ ყოფილა.

„პრეზიდენტი აფასებს მეთაურებისა და სამხედროების გულწრფელ რჩევას. ეს არ ნიშნავს რომ ის ყოველთვის ეთანხმება ამ რჩევას. შეერთებულ შტატებს ავღანეთში ჯარი გაყვანის ვადის ამოწურვის, 31 აგვისტოს შემდეგ, რომ დაეტოვებინა, თალიბანთან ომში ვიქნებოდით,“ - განმარტა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა