გერმანიის “მწვანეთა პარტიამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით წინასწარი, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

გერმანიის “მწვანეთა პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული დიალოგის დაწყების წინ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა Instagram– ზე ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც ის და პარტიის გენერალური მდივანი ვოლკერ ვისინგი „მწვანეების“ ლიდერებთან, ანალენა ბერბოკსა და რობერტ ჰაბეკთან ერთად არიან აღბეჭდილები.

“ახალი მთავრობის ძიებაში ვცდილობთ საერთო ენისა და ხიდის გამონახვას ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებთან დაკავშირებით და გარკვეულწილად ვახერხებთ კიდეც. ამაღელვებელი მომენტი,” - წერს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პირველ და მეორე ადგილზე გასული ძალების, „სოციალ-დემოკრატების“ და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკის კანცლერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას “მწვანეთა პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გეგმავენ.

„ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა: მათ გააძლიერეს სამი პარტია - „სოციალ -დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“- ამიტომ ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მონიჭებული მკაფიო მანდატი: მომავალი მთავრობა ამ სამმა უნდა ჩამოაყალიბოს,“- აღნიშნა გერმანიის „სოციალ- დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა.

"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა კი გუშინ განაცხადა, რომ კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ მოლაპარაკებების გამართვას უახლოეს დღეებში გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა