ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი 600-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ 593 თანამშრომელს, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი თქვა, სამსახურიდან გაათავისუფლებს.

”ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია”, - განაცხადეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ და პრეზიდენტმა ბრეტ ჰარტმა.

კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლების პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე აიცრებიან, სამსახურს შეინარჩუნებენ. ამასთან, რელიგიური ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციის ვალდებულებისგან გათავისუფლების თხოვნით, კომპანიას 2 000-მდე თანამშრომელმა მიმართა, რაც United Airlines-ის 67 000 თანამშრომლის 3 %-ს შეადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ დარჩენილი თანამშრომლების 99% ვაქცინირებულია.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში United Airlines-მა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა ამერიკელი თანამშრომელი ვალდებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილიყო და ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი კომპანიის სისტემაში აეტვირთა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს