თბილისში „კარდანოს“ 2021 წლის სამიტი ჩატარდა

25 სექტემბერი კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის სისტემა „კარდანოს“ მომხმარებლებისთვის გამორჩეული დღე იყო: „კარდანოს ფონდის“ გადაწყვეტილებით, „კარდანოს“ 2021 წლის სამიტი თბილისში, ისტორიულ უბან სოლოლაკში მდებარე Woland’s Speakeasy-ში ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორის — საქართველოში „კარდანოს“ ბრენდ-ამბასადორ ენდრიუ თორნჰილის ინიციატივით, სამიტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის რეგიონის წამყვანმა მოთამაშეებმა კრიპტოვალუტის სფეროდან, „კარდანოს“ ეკოსისტემაში შემავალ სტარტაპებთან ერთად. პრეზენტატორებმა საკუთარი ციფრული პროდუქტებისა და „კარდანოს ცვლილების“ — „კარდანოს“ ეკოსისტემის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების პარტნიორი ორგანიზატორი Startup Grind Tbilisi იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში გასაუბრებოდნენ გამომსვლელებს და ბლოკჩეინის სფეროში მიმდინარე სიახლეები განეხილათ. კოვიდ-უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, აუცრელ ვიზიტორებს უფასოდ ემსახურებოდა სწრაფი ტესტირების ლაბორატორია.

CryptX Terminal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გვაზავამ ისაუბრა თემაზე „რა ეტაპზეა საქართველო კრიპტოვალუტის ადაპტაციის მხრივ და რა გამოწვევებს აწყდება კრიპტო ინდუსტრია სამომავლო განვითარების კუთხით“. რეგიონის წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხვიჩა კოპინაძემ კი წარადგინა თემა: „უხილავი ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს ცვლის“.

Cryptal-ის ბირჟაზე „კარდანოს“ (ADA) დამატება 2 კვირაში იგეგმება. ამ სიახლის აღსანიშნავად, ღონისძიების გენერალური სპონსორობის ფარგლებში, Cryptal-მა სამიტის ყველა მსურველ მონაწილეს საჩუქრად გადასცა „კარდანოს“ კოინები.

ქეროლინ ანჰალთი, კომპანების — CryptX-ისა და Cryptal-ის კონსულტანტი: „კარდანოს“ ღონისძიებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ძალიან მიხარია, რომ უამრავ ადგილობრივს შევხვდი, რომლებიც კრიპტოვალუტის სფეროში საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. Cryptal-ის მისიაა, საზოგადოების ყველა წევრს თანასწორად მისცეს წვდომა ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე.“

ენდრიუ თორნჰილი, გიორგი გვაზავა

საქართველოში პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა Mycoins-ის პროექტების მენეჯერმა ლუკა ლომსაძემ პლატფორმის ისტორიასა და მიღწევებზე ისაუბრა, Mycoins-ის ციფრული პროდუქტები წარადგინა და საზოგადოებას „კარდანოსთან“ დაკავშირებული სამომავლო გეგმებიც გააცნო: „კარდანოს“ კოინი ADA ჩვენს პლატფორმაზე ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი — მომხმარებლები მის შეძენას, გაყიდვას და მიღებას შეძლებენ. გარდა ამისა, Mycoins-ზე კრიპტო-ენთუზიასტებს, „კარდანოსთან“ ერთად, უამრავი სიახლე ელოდებათ: „კარდანოს“ კოინის შეძენას, როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე — აშშ დოლარით შეძლებენ და ახალი, ინოვაციური სერვისებით ისარგებლებენ, რაც მათ კრიპტოვალუტის მოხმარების გამოცდილბას მეტად სასიამოვნოს გახდის“.

Efes-საქართველოს კორპორატიული განყოფილების დრექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს ინოვაციური ცენტრის კონცეფცია და ბიზნეს-გეგმა წარადგინა: „საქართველოს ინოვაციური ცენტრი ახალგაზრდა მეწარმეებსა და ტექნოლოგიურ სტარტაპერებს მაღალტექნოლოგიური ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს: ერთ სივრცეში განთავსდება ციფრული განათლებისა და კოდირების სკოლა, ინკუბაციისა და აქსელერაციის საშუალებები, საერთო სამუშაო სივრცეები, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნეს-პროცესების აუთსორს-სერვისები, ვენჩორული კაპიტალის ოფისები, უნივერსიტეტებისა და ბიზნეს-სერვისების მხარდამჭერი კომპანიების დესკები და სხვა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას“.

occam.fi-ს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ელიოტ ჰილმა ენდრიუ თორნჰილი ვირტუალურ პრეზენტაციაზე მიიწვია, „კარდანოს“ ეკოსისტემაში შემავალი ახალი ციფრული პლატფორმა Divi-ს წარსადგენად. Divi წარმოადგენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროდუქტს, რომელიც არაალგორითმმულ stable coin-ს გვთავაზობს პროექტ Occelerator-ის პროექტის ფარგლებში, პლატფორმა Occamrazor-ის ბაზაზე.

ვირტუალური ფსონების აუზის (Stake Pool) — [OLYMP] Olympic-Size Pool-ის წარმომადგენელმა ჯოფრი ტურინმა ვირტუალური ფსონების აუზების შესაძლებლობებზე ისაუბრა: „ADA-ს ნებისმიერ მფლობელი შეძლებს, „კარდანოს“ ქსელს შემოუერთდეს და საკუთარი ADA კოინები ფსონის სახით ჩვენს აუზზე განათავსოს, ანუ „დაასტეიკოს“, სარგებელი კი განთავსებული კოინების რაოდენობით განისაზღვრება. ეს მექანიზმი სრულად გამორიცხავს რისკების შემცველობას, რამდენადაც მომხმარებლის კოინები მისსავე ციფრულ საფულეში რჩება“.

კვლევითი ინსტიტუტ XRI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ენათმეცნიერმა, დოქტორმა დანიელ უილსონმა წარადგინა თემა: „ინოვაციებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, რესურსების არმქონე საზოგადოებრივ ჯგუფთა გაძლიერება“.

პრეზენტაციებს პანელური დისკუსია მოჰყვა, თემაზე: „კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და უნიკალური ციფრული ტოკენების (NFT) მომავალი“. პანელის მოდერატორი კრიპტო-მრჩეველი რუბენ გოდფრი იყო და მასში ენდრიუ თორნჰილი, Mycoins-ის პროექტების მენეჯერი — ლუკა ლომსაძე და CryptX-ისა და Cryptal-ის კონსულტანტი — ქეროლაინ ანჰალთი მონაწილეობდნენ.

(R)

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!