ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებთან ერთად საპარაშუტო ხტომა განახორციელა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე წინამოსამზადებელი პერიოდი გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიიდან აფრინდა.

წვრთნები 21 დღიანია და სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც მოიცავს როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან პარაშუტით ხტომებს სხვადასხვა რელიეფზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო