იაპონიის მმართველმა პარტიამ ლიდერად და პრემიერ იოშიჰიდე სუგას მემკვიდრედ ფუმიო კიშიდა აირჩია

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის გამოსავლენად ჩატარებულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად კიშიდამ 257 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ტორო კონომ კი - 170.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერი უდავოდ გახდება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი და იოშიჰიდე სუგას ჩაანაცვლებს. გამოცემის ცნობით, ახალ პრემიერს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა