იაგო ხვიჩია - კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ადამიანები გაიცნობენ, ეთერებში ივლის

ჩამომსვლელი დილით ჩამოვიდოდა, რადგან სააკაშვილი საღამოს ჩამოდის, ე.ი. სიტუაციას დააკვირდება და თუ ქართველი ხალხი აწყობს რევოლუციას, მერე შეიძლება მოვიდეს და სათავეში ჩაუდგეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი და ამაზე მას სააკაშვილის პარტიის წევრებიც კი არ ენიძლავებიან.

„ჩამოდის თუ არა, ეს ღმერთმა იცის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩამომსვლელი ადამიანი საღამოს რვასაათიან ფრენაზე კი არ აიღებდა ბილეთს, დილის 11- ზე ჩამოვიდოდა, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში აქ ყოფილიყო და ხალხისთვის მიეცა მოტივაცია. რადგან საღამოს ჩამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ დააკვირდება სიტუაციას და თუ ქართველი ხალხი აწყობს რევოლუციას, მერე შეიძლება მოვიდეს და სათავეში ჩაუდგეს, თორემ, მანამდე მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ამბავს, თან მისი პარტიის წევრები არც მენიძლავებიან და ეს მიღრმავებს ამ ეჭვებს. მე მგონია, რომ მისი ჩამოსვლით გაპრანჭვა, მისი დაჭერით გაპრაჭვა, არის თამაშის ნაწილი, რითაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთი ხმების მობილიზებას ახდენენ, ერთმანეთისთვისაც არ ენანებათ ხმები, როგორც ჭეშმარიტად შეთანხმებულ მხარეებს, მაგრამ მთავარია ის, რომ ეს თამაში არის იმისთვის, რომ პატარა პარტიების ხმები დაინაწილონ დიდმა პარტიებმა, პატარა პარტიების ხმების და შუის გაკრეფას ცდილობენ.

ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ადამიანები გაიცნობენ, ეთერებში ივლის, ჩვეულებრივი მოკვდავი იქნება და იმ მანტიისგან განიმოსება, რომელიც როგორც დევნილ პრეზიდენტს აქვს შემოსხმული, ჩვეულებრივი პოლიტიკოსი იქნება. რაც შეეხება მის დაკავებას - "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის "პიარით" არის დაკავებული, ხან იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ კიევში ვარ, თორემ ამას ვიზამდი, თუ დაიჭერს, რაც არ მგონია, კიდევ ახალი მანტია ექნება, რომ ციხეში ზის წამებული პრეზიდენტი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა