ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადებითია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა და ანკარამ ურთიერთსასარგებლო კომპრომისების პოვნა ისწავლეს.

„მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადებითია,“- აღნიშნა პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სირიასა და ლიბიაში რუსეთ-თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში რუსულ-თურქულ ერთობლივი ცენტრის მუშაობაზე.

„საერთაშორისო ხაზზე, ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ. ვგულისხმობ როგორც სირიას, ასევე ჩვენს კონტაქტებს, პოზიციების კოორდინაციას ლიბიის საკითხზე. აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის რუსულ-თურქული ცენტრი,“- აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტაბილურობის გარანტიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა