ანონსი 30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, საია „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის" პრეზენტაციას გამართავს.

მის: თბილისი, კახიძის #15

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაციას გამართავენ.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6, ღონისძიებათა სივრცე „რესპუბლიკა“

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ და შეთანხმებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ბესო დონაძე და გიორგი ნონიაშვილი, ბილბორდის განთავსების მოთხოვნით კომპანია „ალმას“ წერილობით მიმართავენ.

მის: კოსტავას ქ. 46/50

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 103, ჯანსუღ კახიძის სახელობის (არტოს) ბაღი.

საკონტაქტო: გიორგი ბერიძე - 577 10 08 30

30 სექტემბერს, 10:50 საათზე, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა" გაიხსნება.

საწარმოს ოფიციალურად გახსნის აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" დირექტორი, გიორგი ლომიძე და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელი, ქეთევან ჭუმბურიძე.

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე Facebook-ის საშუალებით ონლაინ ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა (ადგილობრივი) არჩევნების მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის Zoom პლატფორმის გამოყენებით ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი.

საკონტაქტო: 599 97 98 52

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: ჯანდაცვის სისტემის განვითარება.

მის: აკაკი წერეთლის 144. მეოთხე სართული.​

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას თემაზე - „ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ნებაყოფლობით და სავალდებულო ვაქცინაციაზე“.

მის: აკაკი გახოკიძის №11ა, ადამიანის უფლებათა სახლის შენობა

საკონტაქტო პირი: მაია ბოკერია - 577 13 99 06

30 სექტემბერს, 12.00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

30 სექტემვერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს, სადაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრებს

მის: აღმაშენებლის 80

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ოფისში DRI-ს დირექტორი უჩა ნანუაშვილი, 2020 წლის 30 სექტემბერს დე-ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცავების მიერ უკანონოდ დააკავებულ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდება.

მის: პეკინის 34/ყაზბეგის 2ა (საბურთალოს ბიზნეს ცენტრი).

საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 899 627

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის ოფისში, მეცნიერთა კონგრესი 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს .

საკონტაქტო: ლუარა ნიჟარაძე - 555 46 63 01

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რუმსში“ შუალედურ ანგარიშს წარადგენს - „საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსება“.

მის: კოსტავას #14

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შესასვლელთან, „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და საკრებულო თავმჯდომარეობის კანდიდატი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიატებთან ერთად პერფორმასს გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც წარმოადგენს წინასაარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს.

მის: რუსთაველის 13

30 სექტემბერს, 13:30 საათზე, " ლელოს" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ცესკო საარჩევნო მავნებლობის კამპანიში აქტიურად ჩაერთო".

მის: გორგასლის მე-3 შესახვევი - აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით.

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს.

მის: მცხეთა, აღმაშენებლის 156 (რესტორანი „მარანი ჰოლი“).

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით იტალიური ბრტყელი პურის საცხობი „რომივერია“ გაიხსნება, ასევე იქნება საიტ ვიზიტი კომპანია „ელექსირ გლობალში“.

მის: ომარ ხიზანიშვილის ქუჩა N 264

საკონტაქტო: მედეა ლაშხია - 555 38 68 98

30 სექტემბერს, 15:30 საათზე, პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხო დაბრუნებისა და მისი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის თაობაზე.

მის: ლ.ქიაჩელის N28

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 88 09 08

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა “ევროპარლამენტის გზავნილები რუსეთის უკანონო ქმედებებზე“ გაიმართება.

მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან ჭუმბაძე.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ღონისძიებას მოდერატორობას გაუწევს. ასევე, თანამოდერატორი იქნება "ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე.

დისკუსია გაიმათება live რეჟიმში "ჯეოქეისის" ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeocaseGeo/

საკონტაქტო პირი 599212123

30 სექტემბერს, 18:00 საათზე, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.

მის.: თელავის ქ. 20

საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599499004 ​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა