მედია - სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი მინისტრის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა ჩხრეკა განახორციელეს სამხედრო ავიაციის ყოფილი უფროსის, ავეტიკ მურადიანის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სტეპან გალსტიანის ბინებშიც.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებები, სავარაუდოდ, უკავშირდება იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა