უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინას უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ სიგნალი არ მიუღია

უკრაინის მხარეს არ მიუღია ოფიციალური სიგნალი ევროპული კომისიის მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განუცხადა.

„ასეთი გადაწყვეტილებისთვის არავითარი მიზეზი არ არის არც შეიძლება იყოს“, - განაცხადა უწყების პრესმდივანმა.

მისი თქმით, 4 აგვისტოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეოთხე მოხსენება ვიზალიბერალიზაციის შესრულების შეფასების შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიერ, რომელშიც გაანალიზებულია 2020 და 2021 წლის პირველი ნახევარი.

„დოკუმენტი შეიცავს ჩვენი სახელმწიფოს მიერ უვიზო რეჟიმის დაცვას. რა თქმა უნდა, მასში იყო რეკომენდაციები გაგრძელდეს „საშინაო დავალება“ მიგრაციული პროცესების მართვაზე და ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლენკო.

მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროკომისიას გამართოს კონსულტაციები, რათა განმარტოს უკრაინის კანონმდებლობის ცალკეული დებულებები.

„ჩვენ ველოდებით, რომ ასეთი ექსპერტული კონსულტაციები უახლოეს მომავალში ჩატარდება. ამავდროულად, უკრაინა ასრულებს ეროვნული მოხსენების მზადებას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას, რომელშიც ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ევროპელ პარტნიორებს ევროკომისიის რეკომენდაციაზე მუშაობის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა