კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეასთან „ცხელი ხაზის“ აღსადგენად მზადაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მზადაა, სამხრეთ კორეასთან შეწყვეტილი „ცხელი ხაზების“ მუშაობა ოქტომბრიდან აღადგინოს, - ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს.

”ჩვენ არ გვაქვს არც მიზანი და არც მიზეზი სამხრეთ კორეის პროვოცირებისთვის და არც მისთვის ზიანის მიყენებას ვფიქრობთ. აუცილებელია, სამხრეთ კორეამ დაუყოვნებლივ მოიცილოს ილუზია, რომ მან ჩრდილოეთის პროვოკაცია უნდა შეაკავოს,“- განაცხადა კი ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეამ ერთი წლის წინ შეწყვეტილი „ცხელი ხაზი“ აგვისტოს დასაწყისში აამოქმედა, თუმცა რამდენიმე დღეში, სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართ პროტესტის ნიშნად კვლავ შეწყვიტა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მკაცრი ტონი გამოხატა ვაშინგტონის მიმართ და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული პოლიტიკას გატარებაში დაადანაშაულა.

"აშშ საუბრობს დიპლომატიურ ჩართულობაზე და ასევე დიალოგზე წინაპირობების გარეშე, მაგრამ ეს სხვა არაფერია თუ საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების და მისი მტრული ქმედებების დამალვის წვრილმანი ხრიკი,“- აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მან 1950-1953 წლების კორეის ომის ოფიციალურად დასრულების შეთავაზებაზეც გააკეთა კომენტარი, რაც სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჯე ინიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა. კი ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ორივე კორეამ უნდა გააუქმოს ერთმანეთის მიმართ "უსამართლო, ორმაგი-სტანდარტის დამოკიდებულება, ასევე მტრული ხედვა და პოლიტიკა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა