ვიქტორ ორბანი - უნგრეთი თავად გადაწყვეტს, სად იყიდოს გაზი - ეს არ არის უკრაინის საქმე

უნგრეთი სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, სად იყიდოს გაზი და როგორ მიიღოს ის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის არჩევისას, ვეყრდნობით გზას, რომელიც უფრო დიდი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ. ვურჩევთ უკრაინელებს, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ საკუთარ პრობლემებს. ეს არ არის უკრაინის საქმე. ეს ეხება უნგრეთის სუვერენიტეტს ", - აღნიშნა პრემიერმა ორბანმა.

ბუდაპეშტმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ახალ, 15 -წლიან კონტრაქტს „გაზპრომთან“, რომელიც ყოველწლიურად 4.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის უკრაინის გვერდის ავლით მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინამ უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ეს იყო "წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება", რომელიც უნგრეთი-უკრაინის ურთიერთობებზე იმოქმედებდა. პასუხად უნგრეთმა უკრაინა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა