ჯანმო-ს ხელმძღვანელი - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, ვირუსს გავრცელების და სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება

მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი სრულად არის აცრილი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, მაგრამ, ეს რიცხვები შემზარავ უთანასწორობას ნიღბავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოყენებული ვაქცინების 75% -ზე მეტი მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. აფრიკაში, ადამიანების მხოლოდ 4% არის სრულად აცრილი.

მისი თქმით, ჯანმო-ს მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ქვეყნაში მოსახლეობის 40% აიცრას, ხოლო მომავალი წლის შუა პერიოდამდე ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდოს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება სოციალური და ეკონომიკური არეულობა და ვირუსს გავრცელებისა და უფრო სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება,“- აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო